მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მართლა 3 „ენჯეოზე“ და ერთ პარტიაზე თავისი 3-4 სატელიტით ხომ არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს და ვნახოთ, რა მოცემულობა გვექნება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 11 ზედმიწევნით შესრულდა და 1 მხოლოდ ნახევრად და ისიც იმის გამო, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მმართველ გუნდთან არ ითანამშრომლებს, ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

„ნახევარი ჩვენზეა დამოკიდებული, კი ბატონო, თანამშრომლობის ხელს ვუწვდით. აგერ ფორმატები, მობრძანდით, იმუშავეთ. მაგრამ თუ არ მობრძანდებიან და არ იმუშავებენ, სხვები მობრძანდებიან. არიან საპარლამენტო პარტიები, არიან საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვინც ამ თემაზე იმუშავებენ. „მართლა 3 ყველაზე მდიდარ „ენჯეოზე“ - ფულით რომ არიან ყველაზე დიდები რეალურად და მეტით ვერაფრით, ხომ არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი? მართლა მათზე ხომ არ გადის - 3 „ენჯეოზე“ და ერთ პარტიაზე თავისი 3-4 სატელიტით? შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება იძულებულები გახდნენ აღიარონ, რომ დეპოლარიზაცია მათზეც არის დამოკიდებული და, მეორე მხრივ, მხოლოდ 1 პუნქტის ნახევრის შეუსრულებლობა არ მგონია გახდეს რაიმე გადამწყვეტი წინაღობა ამ გზაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.