მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე-18 დაწესებულების მზადყოფნასთან დაკავშირებით კითხვები აღარ დარჩა“ - სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გუშინდელს მერე, მათთვის უცნობია. 

ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა. 

ადვოკატი ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ რჩება. 

„სამწუხაროდ, ჩვენთვის არაფერია ცნობილია დამატებით, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მედიით ვრცელდებოდა გუშინ ღამე. თუმცა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი მხრივ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან ერთსულოვანი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ პენიტენციური სამსახურის დუმილი და ამის არ გაკეთება, მიუთითებს იმაზე, რომ პენიტენციური სამსახურის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა. ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის შემსრულებლები. 

მე-18 დაწესებულების მზადყოფნასთან დაკავშირებით აღარ დარჩა კითხვები, იმიტომ რომ ჩვენ ერთი შეფასება არ მოგვისმენია, რამდენიმე შეფასება გაკეთდა და ყველა ამ შეფასების თანახმად მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. 

ერთადერთი ვინც ამას გვიმტკიცებს არის ხელისუფლება, თუმცა მათ შორის ექსპერტების შეფასებით, მიუკერძოებელი, ნეიტრალური ადამიანების შეფასებით, უდავოა რომ ეს დაწესებულება არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რაც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სათანადო ზრუნვისთვის“, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი