მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა

ოპოზიციონერი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ტვ „პირველის“ ეთერში  კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლინიკა იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

სანიკიძის თქმით, ადოლჰ ჰიტლერსა და ჰაინრიხ ჰიმლერს ზურაბ ჩხაიძის მსგავსი ექიმები ჰყავდათ, რომლებიც  საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს. 

„ბატონ ზურაბ ჩხაიძეს რომ ვუყურებდი... დოქტორ მენგელე, აი, ამ დღეში რომ არის სააკაშვილი, ეს მათი დამსახურებაა. ნდობა არ აქვს მიშას ჩვენს მიმართო და ნდობა როგორ ექნება, კაცი გაანახევრეს. ბატონ ზურაბს თუ ჰგონია, რომ ამით პასუხისმგებლობას სამომავლოდ აირიდებს, ეჭვი მეპარება. 

რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ზურაბს და მის კოლეგებს რაღაც-რაღაცებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. კუკუ დამალობანას და ჭიტას რომ გეთამაშება რა, სადაც გინდათ წაიყვანეთ კისერი უტეხია მიშასო, გინდა მოკვდესო, თუ გინდათ საზღვარგარეთაც წაიყვანეთო, აი, ექიმი, აი, ჰიპოკრატეს ფიცი. ასეთები ჰყავდა ადოლფ ჰიტლერს, უფრო სწორედ ჰიმლერს ჰყავდა ასეთები საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე. 

ბატონო ზურაბ, მოკითხვა ჩემგან და არა მარტო ჩემგან... რაღაცებისთვის მოემზადეთ. პასუხები მოამზადეთ დროა. აქედან ვერ გამოძვრებით. „მე არ მეხება“ - არ გამოგივა, ზურიკო. ამათგან ყველაფერ ცუდს ველოდები. ძალიან სერიოზული ზემოქმედება და ზეწოლა გაიზრდება ამ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით ქვეყნის გარედან“, - აცხადებს სანიკიძე. 

ამასთან, სანიკიძის თქმით, სააკაშვილის საკითხი თუ არ გადაწყდა საქართველოს ევროპაში არავინ მიიღეს. 

„ეს გამორიცხულია“, - დასძინა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, „ვივამედის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კლინიკა  იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

ამავე თემაზე: 

👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“