მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერაბიშვილი მთელ პროცესში მონაწილეობდა, პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია - ელენე ხოშტარია

დროას ლიდერი

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას იღებდა. 

ხოშტარიამ ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მერაბიშვილის მიმართ პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება აქვს. 

„გულწრფელად უნდა ვთქვა, ოპოზიციაში სახარბიელო მდგომარეობა არ არის, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მუდმივი დაყოფა და ასე შემდეგ. მგონია, რომ ეს ყველაფერი პროტესტის მუხტზე მოქმედებს და ხარისხზე. 

 ჩვენ მერაბიშვილის უშუალო საკითხზე, რომელიც ამ მთელ პროცესში [ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება] იღებდა მონაწილეობას ჩემი ინფორმაციით, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და ჩემთვის მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული, ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, აბსოლუტური წითელი ხაზია“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგა, სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა - გვარამია

👉 ხაბეიშვილი დასავლური გაგებით უცხო სხეულია, იგივე ოპერიდან არის, რაც „ქოცები“ არიან - ხუხაშვილი 

👉 სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება იქნება, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ - გია ხარჩილავა

👉 ივანიშვილი ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა - გიორგი მუმლაძე