მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის - ზურაბ ჯაფარიძე

 „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება.

„მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის, არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში ახალი არაფერია. მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი.

„ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება. ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალის შექმნას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, - აღნიშნავს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე