მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ - ბექა ბასილაია

ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ექსპრეზიდენტის საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლება  მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების გამო ასამართლებს.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოებში, გადაწყვეტილებები დაკვეთით მიიღება. 

„ეს არის სამშობლოში პრეზიდენტის დაბრუნების საქმე. მიხეილ სააკაშვილის ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკუთარი მოვალეობები შეასრულა პირნათლად, როდესაც პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ჩადენილი კანონდარღვევები შეაფასა პირუთვნელად. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია იმის, რომ ქართული სამართლის სისტემაში საერთო სასამართლოებში, ბუნებრივია, გადაწყვეტილებები მიიღება „ქართული ოცნების“ დაკვეთით, - აცხადებს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“ - ირაკლი კობახიძე

👉 „თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ“ - დეკანოიძე

👉 „სააკაშვილი ძალოვნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს“ - რომან გოცირიძე

👉 „თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით ვიდრე აქამდე იყო“ - გიული ალასანია