პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1637175909
დაკოპირებულია

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“, - ამის შესახებ ექიმების კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ კონსილიუმის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

„გლდანის ციხეში მომუშავე პერსონალს ჩვენ არ შევხვედრივართ და არც იყო ჩვენს კომპეტენციაში მათი პროფესიონალიზმის შეფასება. ვესაუბრეთ სამედიცინო სამსახურის დირექტორს, რომელიც იქ იყო და ერთ-ერთ რეანიმაციულ ბრიგადას, რომელიც მორიგეობს და გადმოყვანილია დროებით რესპუბლიკური საავადმყოფოდან. რაც შეეხება რეანიმატოლოგებს, რომლებიც გადმოყვანილი არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან და მორიგეობენ, მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისინი არიან რეანიმატოლოგები. რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა მხოლოდ რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტოენტეროლოგები და ასე შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება, მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული. მას აქვს უკვე კალიუმის ნაკლებობა, აქვს ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც კომბინაციაში თანასემიასთან გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას.

დაწესებულება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ეს დაწესებულება მზად არ არის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

კონსილიუმის შეხვედრა, რომელიც თბილისი მარიოტში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა