მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი და პრეზიდენტი

„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები რას ამბობენ, ეს არ არის საინტერესო, ამათ საერთოდ არ იციან რა უნდა თქვან, რასაც უკარნახებენ, იმას ამბობენ, ზოგი იმახსოვრებს ამას, ზოგი ვერა, გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. მათი განცხადება არის არაადამიანური. დიდი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში. 24 საათიანი მონიტორინგი ხდება მის პალატასთან. ადამიანი არის ჩამომდნარი. დროზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში, ნუ უყურებ „ოცნებას“. ივანიშვილი ვაჭრობს. მიხეილ სააკაშვილი არის მისი პირადი პატიმარი. ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძევლად ჰყავს აყვანილი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა ჰყავს მძევლად“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ერთი ალთას, მეორე ბალთას, ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე - ზარქუა ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

✔️ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ „არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე