მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია გააცნო. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.

როგორც TASS-ი იტყობინება, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.

„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით ხედავს, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 აქციაზე დავინახეთ, რომ ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი შესტვენის და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გარეშე პროცესს ვერ უძღვება - ჩერგოლეიშვილი

👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

👉 პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე - ბადრი ჯაფარიძე „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას

👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა

👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“