პოლიტიკა

მოვითხოვთ, შეიქმნას დროებითი (ტექნიკური) ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი - რატი იონათამიშვილი

პარლამენტარი რატი იონათამიშვილი Pia.ge
1656880918
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ „შინ ევროპისკენ“ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იონათამიშვილი დროებითი ტექნიკური ოპოზიციის შექმნას მოითხოვს:

„მოვითხოვთ, შეიქმნას დროებითი (ტექნიკური) ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ეროვნული თანხმობით!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, 3 ივლისს თბილისში რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდნენ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარდგენილ 12 პუნქტს არ შეასრულებს.

აქციის ორგანიზატორების ნაწილი რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავს. დილით კი, 11 საათისკენ აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მთავრობის სხდომაა დაგეგმილი.