მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრებისა გასაჯაროებას სთხოვს. 

„მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას,რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი