მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები სწრაფად უნდა ჩატარდეს“ - ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივნის, კობა ნაყოფიას მიერ პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევას გამოეხმაურა.  

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. 

„ძალიან კარგია რომ თარიღი გამოცხადდა, შეიკრიბება პოლიტსაბჭო, მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად უნდა მოხდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარება.

ამომრჩევლის მანდატის გარეშე, პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნება ეფექტური და ვერ იქნება პარტია სტაბილური. უმნიშვნელოვანესია, ძალიან სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში“,  - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე