მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ შექება ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

პარლამენტის დეპუტატი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელძღვანელობით, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე.

ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების,  ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„ჩვენ წარვდექით საკმაოდ მოცულობითი ანგარიშით თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებული ვითარება, საფრთხეები რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე, რა რეფორმების გატარებას აპირებს პარლამენტი, მომავალი სამი წლის განმავლობაში და რა პროგრესი გვაქვს აქამდე.

ნატოს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი შექება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლისათვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ხაზგასმით გამოკვეთილი და ასევე მივიღეთ შექება იმ რეფორმებისთვის, რომელიც აქამდე საქართველომ გაატარა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.