მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიმუშები ავიღეთ, იურისტი ვარ და სააკაშვილის სამედიცინო სტატუსს ვერ შევაფასებ - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი

კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ექიმი არ არის და იურისტია. 

გამომძიებლის თქმით, მესამე პრეზიდენტი ტოქსიკოლოგიურ კვლევას დათანხმდა. 

„ვნახე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე იურისტი ვარ და მის სამედიცინო სტატუსს ვერ შევაფასებ. ვიზუალური, რაც გვჭირდება ნიმუშის ასაღებად, საწოლში იწვა და შესაბამის მდგომარეობაში ავუღეთ ნიმუში. ნიმუშები ავიღეთ რაც გვჭირდებოდა, თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ ამ საქმეზე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება არ შემიძლია“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანში იქნება ნიმუშის ვადები? სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა - „ვერ გეტყვით, ექსპერტიზას თავისი ვადები აქვს“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე