მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოთხეულს დაემატა და გახდა ცხრა... როგორც ქუჩურად იტყვიან, ხალხი გააფუჭეს - რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ერთი რამ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ჩამოიხადა ნიღაბი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გარდა ამისა, გოცირიძე „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მმართველი გუნდის დატოვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „მარჯვენა ფლანგზე სასესიო დარბაზში ბედნიერი სახეებია“. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი და ამავე გუნდიდან წასულები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და ისინი შინაარსობრივად ერთია. 

ამასთან, გოცირიძის თქმით, „ოცნებიდან“ წასულები და „ხალხის ძალაში“ გადასულები ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს ახმოვანებენ. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ „ოცნებას“ ახლა ივანიშვილი ფულს არ უხდის და ახლა ისინი ბიუჯეტს ხრავენ. 

„თუ გავიხედავთ მარჯვენა ფლანგზე, რა მშვიდი და ბედნიერი სახეებია „ქართულ ოცნებაში“. ვითომ განდგომილი ოთხეული რომ ჰქვია... როგორი ბედნიერი ღიმილი აქვთ. სპეციალური ბრიფინგიც კი მომიძღვნეს 22:00 საათზე. თურმე რომან გოცირიძე ჭორებს ავრცელებსო... არქიფო ხომ გახსოვთ ვინ არის და ვის ეძახიან... ისეთი რაღაც მაინც თქვით, რომ 24 საათი მაინც გაძლოს თქვენმა ნათქვამმა. 

დილით მოვედი და რას ვხედავ, ჩამწკრივებულა ეს ხუთეული. ამ ოთხეულს დაემატა და ახლა გახდა ცხრა. როგორც ქუჩურად იტყვიან ხალხი გააფუჭეს. ეს პატიოსანი ქალიც გაამწესეს იქითა ფლანგზე. იცით ბედნიერები რატომ ხართ? არავის არ გინდათ ხალხმა რომ გიწოდოთ პრორუსი, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფების წევრი, ანტიდასავლელი, ქუჩაში იაროთ მოღალატის იარლიყით... იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე და ფაქტობრივად ანტიუკრაინულ ხაზზე დასხდნენ. 

ერთი რამ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ჩამოიხადა ნიღაბი. ფორმალურად ამ განდგომილებს ეძახდნენ თავისუფალ ადამიანებს და იქიდან აქეთაც კი გადმოსვეს... ბატონ მდინარაძეს 150-ის 2-ჯერ გაყოფა კი სცოდნია, მაგრამ ის რატომ ვერ დაიანგარიშა, რომ ეს ხალხი იქით ისხდა. ფლანგების შეცვლით ჯამი იცვლება? არავითარი ჯამი არ იცვლება. თქვენ ხართ ერთი უმრავლესობა და დღეს განცხადებაც გააკეთეს, ჩვენ რიტორიკაში განსხვავებული ვართო. 

ანუ რა თქვეს იცით? ყველაფერში ვეთანხმებით, ოღონდ ესენი თუ ამერიკის და ევროკავშირის ელჩს თუ აფურთხებენ, ჩვენ ამერიკის და ევროკავშირის ელჩს ვაკრიტიკებთო. ფორმაშია განსხვავება თორემ შინაარსში ერთი ვართო. დიახ, შინაარსში ერთი ხართ. 

თქვენ ხართ ერთიანი უმრავლესობა და დაადექით ღალატის გზას. ყველა განცხადება, რაც ამ ოთხეულის მიმართ კეთდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება. დიახ, ბიძინა ივანიშვილი თქვენ არ გაძლევთ ფულს. თავიდან გაძლევდათ ფულს და პაკეტებში გირიგებდათ. ახლა კი სახრავად ბიუჯეტი ჩაგაბარათ. ბიუჯეტის ხვრით არის დაკავებული ახლა „ქართული ოცნება“, ტენდერებით მსუყე ლუკმების ხელში ჩაგდებით“, - მიმართა მმართველ გუნდს რომან გოცირიძემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

🔴 ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

🔴 რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება

🔴 ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას - საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო