მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „ფორმულას“ ეთერში, საქართველოს პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, კარგია ის, რომ პრეზიდენტმა გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია. 

„პრეზიდენტი ცდილობს ცოტათი გააკრიტიკოს მმართველი პარტია და ვითომ დამოუკიდებლობა ითამაშოს. სისტემურ, პრინციპულ საკითხზე, ის ისევ და ისევ თამაშობს იმ მოედანზე, რაც ხელისუფლების ამოცანაა. ახალი პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, თქვა ის, რაც უნდა ეთქვა მისი როლის შემსრულებელ ადამიანს.

ეს არის მისი პირადი თამაში, ახლა როგორც ჩანს, ჭკვიანი მრჩეველი ჰყავს, რომელიც ეუბნება, ითამაშე იმ მოედანზე, რასაც  ხელისუფლება გიკვეთავს, მაგრამ იყავი კრიტიკული იმისათვის, რომ დემონსტრირება მოახდინო ინსტიტუციური დამოუკიდებლობის. მან გააკრიტიკა თითქოს ხელისუფლება - ეს კარგია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია ხელისუფლებასთან. შესაბამისად ის კრიზისის მიღმაა. სალომე ზურაბიშვილმა მისი განცხადებით დაადასტურა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის გადაყვანა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ამასთან, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას სიახლეები სჭირდება, თუმცა, მათ ამის რესურსი არ აქვთ. 

„ოპოზიციას  სიახლე სჭირდება. გრძელვადიან თამაშში ბევრი რესურსია საჭირო, მათთან კი ეს რესურსები არ არსებობს. საზოგადოება სამ ნაწილად არის გაყოფილი და რანაირად უნდა მოახდინო რევოლუცია ?!

არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ძალიან მარტივი - უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი იმ დათქმით და წინასწარი შეთანხმებით ოპოზიციასთან, რომ კლინიკის ირგვლივ პროცესები არ გაიმართება და ხელს არ შეუშლიან ეტაპირებას. ასეთი შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე, აუცილებელია გახსნან სასამართლო პროცესები“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა