მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რადგან არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო“ - ელისაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სალომე ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. 

„იმიტომ უნდა დაადოს ვეტო, რომ ძალიან არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამაოგნებელი იყო ის ტემპი, რა ტემპითაც დააინიცირეს, განიხილეს და დაამტკიცეს. ასეთი სისწრაფით ხალხის პრობლემები რომ წყდებოდეს, ეს იქნებოდა ბრწყინვალე ქვეყანა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!“ - გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

👉 „მიღებული კანონით მიღწეულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვების მიზანი“ - ლონდა თოლორაია

👉 პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა