მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი, ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა - იაგო ხვიჩია

გირჩის ლიდერი

„ბევრჯერ თქმულა, შევცვლით, დავამხობთ ხელისუფლებას და მერე ხალხი რჩება იმედგაცრუებული, კონკრეტული გზებია საჭირო“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მისი სამოქმედო გეგმა დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება იქნება.

მისი თქმით, მანდატებს აბრალებენ იმ პრობლემას, რომელიც არ არის მანდატებთან დაკავშირებული. 

„რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი. ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მანდატებს აბრალებენ იმ პრობლემას, რომელიც არ არის მანდატებთან დაკავშირებული. თუ რამე სერიოზულად გინდა, რევოლუცია ამ შემთხვევაში, თუ ამაზე ვსაუბრობთ, მანდატებით ეს უკეთესი გასაკეთებელია. იმიტომ, რომ იმუნიტეტი გაქვს და უცბად ვერ გიჭერენ.

არ მჯერა ასეთი ტიპის რევოლუციური სცენარების. განა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან გაბრაზებას, არამედ იმის გამო, რომ ბევრი იმედგაცრუება უკავშირდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც ამ მიმართულებით. ბევრჯერ თქმულა ამ ქვეყანაში, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, შევცვლით და დავამხობთ ხელისუფლებას და მერე ხალხი რჩება იმედგაცრუებული, კონკრეტული გზებია საჭირო“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 „ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი“ - ნიკა მელია

👉 „თუ ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ დროზე, იგივე გველის, რაც ავღანეთს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე