მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ძალოვნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს“ - რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივით, ძალოვნების, პროკურორების, მოსამართლეებისა და სუსის წარმომადგენლების „შავი სია“ უნდა შეიქმნას. 

„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნა და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვნების, პროკურორების, მოსამართლეების, სუსის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს და ეს სია საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

აგრეთვე, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში და გარდა ამისა, სხვა სახის პერსონალური სანქციები იქნეს დაწესებული მათ მიმართ, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოსა და სასამართლოს სახელით ხალხზე, პოლიტიკოსებზე, აგროვებენ სიმდიდრეებს და არიან დაუსჯელად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ამავე თემაზე:

🔴 „იჯდება იმდენი ხანი, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს!“ - გიორგი რურუა მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „პატიმარს რომ ციხეში გადაიყვანენ, ამაში რა არის განსაკუთრებული?“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“ - თეა წულუკიანი

🔴 „თუ ისევ შიმშილობას ან მედიკამენტებზე უარის თქმას გადაწყვეტს, მის ჯანმრთელობაზე ძალიან მძიმედ აისახება“ - გიორგი გრიგოლია