მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებაზე თანახმაა. 

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მასთან არ შესულან ის ექიმები, რომლებსაც ელოდებოდა. არ გაითვალისწინეს სახალხო დამცველთან ასოცირებული კონსილიუმის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გადაეღოთ თავის ტვინი. ეს მდგომარეობა თუ ასე დარჩება, გაუარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ რეალური ვითარება ასეთია, რომ არავინ არ აპირებს, მას დახმარება გაუწიოს.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი - იგი ითხოვს გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას, რათა საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გატაცებისა და გადაყვანის კადრები. ის კადრები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, არ ასახავს რეალობას, რადგან ის იყო მხოლოდ მცირე მონაკვეთი“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი