პოლიტიკა

სააკაშვილისთვის ადვოკატებთან კომუნიკაციის და ექიმების მონახულების აკრძალვა, არაადამიანური მოპყრობაა - შოთა თუთბერიძე

სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე
1642410885
დაკოპირებულია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ რამდენიმე დღეა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვთ. 

ადვოკატის თქმით, ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. გარდა ამისა, განვიხილავთ მომდევნო პროცესის მიმდინარეობას 24 იანვარს და ვისაუბრებთ დაცვის სტრატეგიაზე, რომელიც დაცვის მხარეს აქვს მისი უფლებების დასაცავად იმ საკითხებზე, რაც ეხება მისი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ განხორციელებულ კანონის სრულ უგულებელყოფას, მათ შორის ადვოკატებთან კომუნიკაციის გაურკვევლად შეზღუდვას, ბარიერების აღმართვას და ექიმების მიერ მისი მონახულების აკრძალვას ხელისუფლების მხრიდან, რაც არის პირდაპირი არაადამიანური მოპყრობა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი