მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს ერთი ნატამალი სინანულიც არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას“ - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. 

მისი თქმით, 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას ექსპრეზიდენტის სიტყვაში სინანული არ იგრძნობოდა. 

„რეალურად ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა დავითმა - თავიდან ერთი სოფლის მეფე რომ იყო და უზარმაზარი საქართველო რომ დატოვა, სიკვდილის წინ „გალობანი სინანულისანი“ დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი, მაგრამ ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა - არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მაგრამ - „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - წერს ალეკო ელისაშვილი. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია