მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს“ - მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ევროკავშირის ანგარიშს აფასებს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირს სულ უფრო შორდება.

ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ახალი არაფერი წერია.

„ეს პრობლემები ახალი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. ახალი აქ არაფერი წერია, მე ვიტყოდი, რომ უფრო რბილად წერია ეს ყველაფერი. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ისეთი კოალიციური მთავრობის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც ნამდვილად ქართველი ხალხის ოცნებას და მიზანს აასრულებს ძალიან მალე“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 „ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს“ - ცაგარეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

👉 რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი, ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა - იაგო ხვიჩია

👉 „ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე