მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება, ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე, სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ყველა ძალისხმევა, საქმე, სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში:

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში.

შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესებში და მთლიანად რეგიონის ინტერესებში. აქ მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იყოს დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩენს დასავლელ პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.