მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სრულიად მიუღებელია - სოფო ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილის გეგმაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ საპროტესტო აქციების გამართვის დაანონსებას ამავე პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე ტვ „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა სრულიად მიუღებელია, რადგან მოლოდინი სულ სხვა იყო. 

სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა. 

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ არც დღეს გამართული აქცია მიაჩნია ნორმალურად. 

„დღეს ის გეგმა, რაც მოვისმინე, სრულიად მიუღებელია. ჩვენ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ და ორ დღეს დაგვაცდის, შეუიარაღებელი თვალითაც კი ყველამ ვნახეთ თუ როგორი დაუძლურებულია ის. 

ჩვენ ვიცით მისი დიაგნოზები. მე მიმაჩნია, რომ დღეს არ არის იმის დრო მცირე, ნელ-ნელა, სხვადასხვა ქალაქებში პატარ-პატარა პროცესების და აქციების დრო. ჩვენი ამჟამინდელი თავმჯდომარე დაგვპირდა რომ მასშტაბური აქციები იქნებოდა, თუ საჭირო იქნებოდა ფიზიკურად დაიხსნიდა მიხეილ სააკაშვილს. 

არ გეგონოთ რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობ, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, მაგრამ ჩემთვის დღეს პრიორიტეტი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მე არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი აქცია ნორმალური იყო“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბრძოლა უკომპრომისო იქნება“ - ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

👉 შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

👉  მერაბიშვილი მთელ პროცესში მონაწილეობდა, პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია - ელენე ხოშტარია

👉 საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგა, სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა - გვარამია

👉 ხაბეიშვილი დასავლური გაგებით უცხო სხეულია, იგივე ოპერიდან არის, რაც „ქოცები“ არიან - ხუხაშვილი 

👉 სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება იქნება, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ - გია ხარჩილავა

👉 ივანიშვილი ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა - გიორგი მუმლაძე