მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლოზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ პროცესის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა.
„ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი. თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არცერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, არც ვილაპარაკებ ამ ხალხის შესახებ. სადაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე, მათი მოხსენიება ჩემთვის აბსურდია. სააკაშვილს ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა, ბოდიშის ნაწილი განსაკუთრებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი
👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა
👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს
👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია