მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან, ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემს ქვეყანას გავუკეთე და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ინგრევა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სააკაშვილმა სამშობლოს სიყვარულზე ისაუბრა: 

„რა არის სამშობლოს მიზიდულობა და სამშობლოს სიყვარული? ეს არის ის, რაც ვიგრძენი, როდესაც პირველად დავდგი ფეხი სამეგრელოს მიწაზე, შარშან ოქტომბერში, შემდეგ ბათუმში, თბილისში, სხვა ადგილებში. ეს არის, ის რომ 1 წამით თავისუფლად გამევლო ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ადამიანი წავიდა სიკვდილზე. 

იმიტომ, რომ ნებისმიერ წუთში ხელისუფლებას რომ სცოდნოდა საქართველოს მიწაზე ფეხი დავდგი, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება ჩემი მკვლელობა იქნებოდა. ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. შემდეგ ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს, გაურკვეველ პირებს, მე ძალიან კარგად ვიცი, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, შენი სკოლა, შენი მეგობრები, შენი წინაპრები, რომლებიც აღარ არიან. 

იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თავი გადადე, თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან, ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემს ქვეყანას გავუკეთე და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ინგრევა და მე ამ დროს კომფორტში უკრაინაში უნდა ვიჯდე“, - აცხადებს სააკაშვილი. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი