მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხადია, ვანო მერაბიშვილი მედასავლეთეა - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მედასავლეთეა.

„ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, ბოლომდე იცავს ყოფილ ლიდერს, თავის ლიდერს გულშემატკივრობს. მე უფრო მოღალატეების მეშინია. ცხადია, მერაბიშვილი მედასავლეთეა, ის რუსეთუმე არ არის. არც ბოკერია მედასავლეთეს დროს უნდა მომხდარიყო ციხის ბუნტი, არც ის სააღსრულებო სისტემა იყო სიმპათიური, რომელშიც მედასავლეთე ნიკა მელია, არც ის პოლიციის აკადემია იყო, რომელშიც ხატია დეკანოიძე იყო... თუკი ოპოზიციას მაგიდასთან ეჯდა ნინო ბურჯანაძე, მაშინ ვსვამ კითხვას, ორმაგ სტანდარტში ხომ არ მოვდივართ? თუ შეიძლება ბურჯანაძე მაგიდასთან იჯდეს, ადამიანი, რომელიც სამარტოო საკანში იჯდა 7 წელი, მოიხადა იმ საქმეებზე და რომ გამოდის ედავები, რომ რატომ გულშემატკივრობს თავის ლიდერს და თავის დაფუძნებულ პარტიას, ჩემთვის ნაკლებად მოღალატეა ის, ვინც სააკაშვილს არ უღალატა“, - აცხადებს ჩარკვიანი „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

ჩარკვიანის თქმით, დღეს არსებულ აზელილ სიტუაციაში არ არის მართებული ერთი ადამიანის დემონიზება. 

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“