მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ, რომ დაებულინგებინათ - შალვა პაპუაშვილი უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ დეპუტატებზე, რომელთაც მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნება“ დატოვეს, წნეხი და ბულინგი მიმდინარეობდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერ სიახლეს, უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კი იქნება სიახლეები, ამას უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს. ბატონი ირაკლი კოვზანაძეს, მე ვთქვი კიდეც, რომ მას ჰქონდა ეს გეგმა დაბრუნებოდა თავის პროფესიას და იქაც საჭიროა გარკვეული შუალედი პოლიტიკისგან დასვენება, იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს იმ პროფესიაში, რომელშიც მანამდე იყო.

რაც შეეხება სხვებს, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფაშისტურ კამპანიაზე, რომელიც სეგრეგაციაზე და ბულინგზე იყო დამყარებული. წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ და არათუ დეპუტატებს, მოძებნეს ყველა გზა, ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე - ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, და რა თქმა უნდა, რთული იყო ამ დროს...

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბულინგი ზღვარგადასული და კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია ამის არის ომბუდსმენის არჩევა. თქვენ იცით, რომ არჩეულმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ერთკვირიან წნეხს გაუძლეს და საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.