მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

გირჩია წევრი

„თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით ასეთ რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? წინა ხელისუფლება იქნება ეს თუ ახლანდელი“, - ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლებას და კოლეგა ოპოზიციონერებს. 

იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე იმის შესახებ ისაუბრა თუ ვის როგორ ესმის ევროპის მნიშვნელობა და ასევე ის, თუ რა კეთდება ევროპასთან დაახლოების სახელით. 

ხვიჩია ამბობს, რომ შემოდის ათასნაირი მარეგულირებელი კანონები, ჯარიმები, იზრდება ყოველდღიურად რაღაცა ტიპის გადასახადები და ეს ყველაფერი ევროპის სახელით კეთდება. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ამას ევროკავშირთან და ევროპასთან საერთო არაფერი აქვს. 

„მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ გვესმის ჩვენ ევროპა. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპაზე საუბრობდა და აკეთებდა იმ სასამართლოს, რა სასამართლოც დღეს გვაქვს, ან აკეთებდა ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, როგორიც იმ პერიოდში არსებობდა, მგონია რომ ამით სახელი უტყდებოდა ევროპულ იდეას რაღაც თვალსაზრისით. 

იმიტომ რომ ადამიანები ფიქრობდნენ, „როგორც ჩვენი ქვეყანა გვმართავს, თურმე ეს ყოფილა ევროპა და ეს რად გვინდა“. თქვენს შემთხვევაშიც ეს გრძელდება, ოღონდ სხვანაირად. შემოდის ათასნაირი მარეგულირებელი კანონები, ჯარიმები, იზრდება ყოველდღიურად რაღაცა ტიპის გადასახადები, თან ისე ხდება, რომ ეს ყველაფერი კეთდება ევროკავშირის, ევროპასთან დაახლოების არგუმენტით. 

სინამდვილეში ამას არანაირი კავშირი არ გააჩნია იმ ევროპულ გაგებასთან, რომელიც მე, ჩემს მეგობრებს ან ჩემნაირ ადამიანებს გააჩნიათ. ყველანი ვსაუბრობთ ევროპაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპის სახელით ჩავდივართ ყველაზე ცუდ დარღვევებს. ყველაზე მეტად ვუტეხთ იმ სწორ იდეას სახელს, რომელსაც რაღაც თვალსაზრისით უნდა მივყვებოდეთ და დიდი ხანია ეს გზა ჩვენი მოქალაქეების არჩეულია. 

საბოლოო ჯამში ხომ მივალთ იქამდე, რომ რასაც ვაფასებთ, იმას გავანადგურებთ. ჩვენ რას მივაღწევთ? საბოლოო ჯამში სად წაგვიყვანს ეს გზა? ზოგადად რატომ ვერ ხერხდება ის, რომ ევროპაზეც კი ვერ ვლაპარაკობთ? ეს ხომ ძალიან ნეიტრალური ღირებულებაა. ბოლოს და ბოლოს თუ მაინც არაფერი არ უნდა შევცვალოთ ამ მიმართულებით, თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, ასეთს რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? წინა ხელისუფლება იქნება ეს თუ ახლანდელი. იმდენად განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებები ამ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე სიტყვით სხვადასხვა რამეს აღვნიშნავთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

🔴 რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება

🔴 ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას - საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

🔴 გასულ წელს 316 პატიმარი მოკლეს, მიმდინარე წელს კი 90 - მასშტაბური შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“