მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მმართველი პარტია კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს. 

„მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კომისიის შექმნაზე ვიმსჯელებთ. შეიძლება, ვიფიქროთ საჭირო ხმების შევსებაზეც კი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არ არსებული არასათანადო მოპყრობის არ არსებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ამავე თემაზე:

🔴 „იჯდება იმდენი ხანი, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს!“ - გიორგი რურუა მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „პატიმარს რომ ციხეში გადაიყვანენ, ამაში რა არის განსაკუთრებული?“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“ - თეა წულუკიანი

🔴 „თუ ისევ შიმშილობას ან მედიკამენტებზე უარის თქმას გადაწყვეტს, მის ჯანმრთელობაზე ძალიან მძიმედ აისახება“ - გიორგი გრიგოლია