მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 

„მიხეილ სააკაშვილის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით. ერთია - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე - მისი, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე - მის საქმეებთან დაკავშირებული პროცესი იყოს სამართლიანი. 

ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, რადგან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როცა აფასებ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში. სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოების გამოქვეყნებას ვუყურებთ ადამიანის უფლებების კუთხით და საერთაშორისო სამართლის კუთხით. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას იწვევს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა შეაქვთ

👉 „არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 სააკაშვილისთვის ადვოკატებთან კომუნიკაციის და ექიმების მონახულების აკრძალვა, არაადამიანური მოპყრობაა - შოთა თუთბერიძე