მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერავინ უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე

„სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული,პირსისხლიანი და სამარცხვინო, შეიძლება ამ სიტყვებით შევაფასოთ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ან პოლიტიკოსი, ვერ უნდა გაბედოს ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. არასდროს უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მან სასამართლოზე ვრცელი განცხადება გააკეთა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია