მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის სოხუმში ვერტმფრენით ჩაფრინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციას ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა და მისი „მოადგილეები“ დახვდნენ.

ვიზიტის პროგრამაში, სამუშაო შეხვედრაზე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის.

ასევე, ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინის სამმა საელჩომ მიიღო წერილები, რომლებიც დასველებული იყო წითელი სითხით, ეს დაშინებაა“ - დმიტრო კულება

👉 თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი