რეგიონი

1679407745

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრების და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.სტუმრებმა, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა. აზერბაიჯანულ ეთნო კუთხეში გაიმართა მცირე პერფორმანსი აზერბაიჯანული თეატრის მსახიობების მიერ, აქვე ჩატარდა აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები (ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება).ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს.სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, ასევე მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულმა გალა-კონცერტის გარეშე ჩაიარა. ფორმატის შეცვლის მიზეზი თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენებია. „დღეს მარნეულში ტრადიციულად აღინიშნება ნოვრუზ ბაირამი, უძველესი სახალხო დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის შემოსვლას,ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება! მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა!“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.
1679395993

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, საავტომობილო გზებზე მეწყრუ...

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.მეწყერმა დააზიანა გზები და საცხოვრებელი სახლები. აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს  სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრისშია გადაყვანილი.საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით. შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების შემდეგ დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოებიც. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზებით სარგებლობს. გადაადგილება უკვე შესაძლებელია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე  კმ-ზე. სამუშაო პროცესში ჩართულია საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მეწყერის სიდიდისა და მასშტაბიდან გამომდინარე, პერიოდულად ხორციელდება.გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროგამოშვებით  ხდება ავტონაკადის გატარება. მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გზების დეპარტამენტის უფროსი მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
1679241820

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა

ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. 19 მარტს გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა. ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული კუთხე, ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.„დღეს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი განახლების, ახლის საწყისის და იმედების დღესასწაულია. მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს.ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს“, - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი. საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც გაიმართა სიმბოლურად ცეცხლის ანთების ცერემონიალი.ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ახალი წლის დღესასწაულია. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში არის მწვანე ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები და ტკბილეული.ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.
1678787720

დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებთან ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, მერიის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისსა და პროექტზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.ახალგაზრდებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს  მიერ.
1678444643

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის ს...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილს შეხვდა.დავით შერაზადიშვილმა ელჩს მუნიციპალიტეტის ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრების შესახებაც იმსჯელეს.„მოხარული ვარ, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შევხვდი. ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია. ქართველ და ლიეტუველ ერს ერთმანეთისადმი გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გააჩნია და მწამს, ეს დამოკიდებულება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ელჩთან ერთად სამომავლო ურთიერთობებსა და გეგმებზე ვისაუბრე და ვიმედოვნებ, რომ მალე ბოლნისი ლიეტუვის რომელიმე მუნიციპალიტეტთან დამეგობრდება და ბოლნისი და ბოლნისელები ორ ერს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გამტკიცებაში ჩვენს გამორჩეულ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
1678374350

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით ხულოს, შუახევისა და...

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის და ზამლეთი-წიახი-ღორთავაკის გზები დაზიანდა.ადგილზე იმყოფებოდა გეოლოგიური სამსახურიც. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიგეგმება გზების აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მანამდე ადგილობრივებს შეეძლებათ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.მიმდინარე სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
1678203331

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით კახეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლე...

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით კახეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაში, რომელიც თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები მონაწილეობდნენ.კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.სიტყვით გამოსვილისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებს მადლობა გადაუხადეს რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
1678094202

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებ...

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში ოპერირებულ ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ, მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ. სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი პროდუქტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის განთავსებას.აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული მარაგების შესახებ განაცხადის შევსების ფორმა და პროცედურები.ტრენინგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2-იდან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდება.მათთვის კი, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრებას ვერ მოახერხებს, 9 მარტის, 14:00 საათზე, დანიშნულია, დამატებითი „ონლაინ“ შეხვედრა.შეხვედრის ბმული: mohge.webex.com/mohge
1678087779

სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.შეხვედრაზე, რომელიც ქ. ახალციხეში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია აკვაკულტურის განვითარებისთვის მხრივ. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ექსპორტზე გავა მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზრებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.ახალციხეში გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1677845170

მარნეულის მერის ინიციატივით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სა...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, 3 მარტი მიულოცეს.მერის ინიციატივით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. გმირების დედებს ყვავილები და სასაჩუქრე კალათა გადასცეს და 3 მარტი მიულოცეს. „ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.საქართველოში, დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.