მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ტელეკომპანია თავად ავრცელებს. 

შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როდესაც შოთიკო სადაღაშვილი და თორნიკე გელიტაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.

როგორც „ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, რადიკალებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.

„თავს დაგვესხნენ „ალტ-ინფოს“ მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა რომ არ შევასრულეთ, გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც“, - ამბობს ჟურნალისტი.

„ევროპის მომხრეები ხართ?“ კი და ყველას დედას შევ**ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ**ეცით, ვინც ტრა*ის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას - ბო*ები ხართ“ - უთხრეს მოძალადეებმა „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს.

ტელეკომპანია „მონიტორინგი“ პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მოითხოვს რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.  აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს „კონსერვატორები“ თავს ესხმიან.