მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გარდაბანში, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ კი კომბინირებული მინი სტადიონი.
 
ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 „ჯანსაღი ცხოვრების  ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას,“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.