მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში სოციალურად დაუცველ პატარებს, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ყაზბეგში სოციალურად დაუცველ პატარებს, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და  სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ დახმარებით, ერთიდან ათ წლამდე, სოციალურად დაუცველ პატარებს, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.  ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მრავალშვილიან ოჯახებს, რამდენიმე სოფელში, თავად მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი ესტუმრა და ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მომავალი უნდა იყოს საიმედო, ამიტომ პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს. ხალისიანი და ბედნიერი ყოფილიყოს მათი ყოველი დღე.

მადლობა მინდა გადავუხადო სათამაშოების მაღაზიათა ქსელს „ჭიტას“, რომელმაც მთელი რეგიონის მასშტაბით ბევრი პატარა გაახარა“, - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.