მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედაში ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ასფალტბეტონი

ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების 2 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყო ბეტონის და პორტალური საყრდენი კედლები, გაბიონი, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები.

ცნობისთვის, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 339 999 ლარი შეადგინა.