მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ეწვია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილს შეხვდა.

დავით შერაზადიშვილმა ელჩს მუნიციპალიტეტის ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრების შესახებაც იმსჯელეს.

„მოხარული ვარ, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შევხვდი. ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია. ქართველ და ლიეტუველ ერს ერთმანეთისადმი გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გააჩნია და მწამს, ეს დამოკიდებულება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ელჩთან ერთად სამომავლო ურთიერთობებსა და გეგმებზე ვისაუბრე და ვიმედოვნებ, რომ მალე ბოლნისი ლიეტუვის რომელიმე მუნიციპალიტეტთან დამეგობრდება და ბოლნისი და ბოლნისელები ორ ერს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გამტკიცებაში ჩვენს გამორჩეულ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.