მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

თოვლიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული საავტომობილო გზების გაწმენდა მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. თოვლის წმენდა დილიდან გრძელდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში 65 ერთეული სპეციალური ტექნიკაა თოვლის წმენდის პროცესში ჩართული. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 80 სანტიმეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს.