მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

გზების გაწმენდა მაღალმთიან აჭარაში

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. 

თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70-80 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში 1 მეტრს აღწევს.