მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში ოპერირებულ ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ, მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ. სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.

იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი პროდუქტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული მარაგების შესახებ განაცხადის შევსების ფორმა და პროცედურები.
ტრენინგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2-იდან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

მათთვის კი, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრებას ვერ მოახერხებს, 9 მარტის, 14:00 საათზე, დანიშნულია, დამატებითი „ონლაინ“ შეხვედრა.

შეხვედრის ბმული: mohge.webex.com/mohge