მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრების და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სტუმრებმა, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა. აზერბაიჯანულ ეთნო კუთხეში გაიმართა მცირე პერფორმანსი აზერბაიჯანული თეატრის მსახიობების მიერ, აქვე ჩატარდა აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები (ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება).

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, ასევე მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულმა გალა-კონცერტის გარეშე ჩაიარა. ფორმატის შეცვლის მიზეზი თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენებია.

„დღეს მარნეულში ტრადიციულად აღინიშნება ნოვრუზ ბაირამი, უძველესი სახალხო დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის შემოსვლას,ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება! მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა!“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.