მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მელიორაციამ ქარელტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს მელიორაციამ ქარელტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის  მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

ცნიბისთვის, პროექტის ღირებულება  4  მლნ  ლარამდეა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.