მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, იმუნიზაციის პროცესს, მის მნიშვნელობასა და ვაქცინაციის წამახალისებელ 200 ლარიან პროგრამას შეეხებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.

ასევე, მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება და სარგებლობა ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. ამასთან, აღნიშნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად დაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლებთან, რეგიონის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.