მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წეროვნის დევნილთა დასახლებაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატურად მართავენ. ამჯერად, შეხვედრა წეროვნის დევნილთა დასახლებაში შედგა, სადაც შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარი აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამას შეეხებოდა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება. სარგებლობა კი ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველა მათგანს ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.