მედდა, რომელიც მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა როგორც ვაქ...
საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლების მიერ,
გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამეგრელოს
რეგიონში დაკავებულ იქნა
სამედიცინო დაწესებულების
მედდა, რომელიც
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას,
დაინტერესებულ
მოქალაქეებს, კლინიკაში
მიუსვლელად აფიქსირებდა
იმუნიზაციის მართვის
ელექტრონულ მოდულში
როგორც ვაქცინირებულ პირს,
რის სანაცვლოდაც, პირადი
სარგებლის სახით, იღებდა
მათგან გარკვეულ თანხას.