მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუა დაკავებულია

ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს

სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს. 

დამნაშავის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა და ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.