მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში ხანძარს 45 წლის კაცი ემსხვერპლა

ხანძარი

გორის სოფელ ტყვიავში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ  ხანძარს 45 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე სახლს გადაედო - დამწვარია 3 სახლი. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა და ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.